სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში სადგერი, დაბა, პატარა მიტარბი.

11:00-დან 16:30 საათამდე - სოფლებში ყვიბისი, ახალდაბა, რველი, კორტანეთი, ზანავი, ვარდგინეთი, ბეშეთი, ქვაბისხევი, ქ. ბორჯომში რუსთაველის ქუჩაზე.

10:30-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ასპინძაში ერეკლე II, გურამიშვილის, ვარძიის, ბესიკის, გოგებაშვილის, 9 აპრილის, სულხან-საბას, ტაბიძის და მიმდებრე ქუჩებზე, სოფლებში ინდუსა, ძველი, დამალა, ოშორა, რუსთავი, იდუმალა, ოთა.

13:00-დან 15:30 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში დილისკა, კუმურდო, ჩამდურა, კიროვაკანი, ჩუნჩხა, მურჯახეთი, პტენა, მაჯადია.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |