სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 აპრილს 10:00-დან 10:30 საათამდე და 18:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ძველი, ივერია, საყუდაბელი, ორგორა, ღობიეთი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ახალაბა, ყვიბისი, ვარდგინეთი, ზანავი, ქვაბისხევი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ბაკურიანში წერეთლის ქუჩაზე;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ჩუნჩხა, მაჯადია, დილისკა, ჩამდურა, კიროვაკანი, კუმურდო, ვაჩიანი და მიმდებარე სოფლებში,

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქში ცეტკინის, ენგელსის, აღმაშენებლის, თამარ მეფის, დემირჩიანის, ჯავახეთის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

| Print |