სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში ელექტრო ენერგია გაითიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 16:00 საათამდე შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში გოგაშენი, აზმანა, აფნია, ქარცები, ოკამი.

12:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ბავრა, ხოსპიო, ხორენია, მარტუნი, ხულგუმო, ქ. ახალქალაქში აღმაშენებლის, აგამალიანის ქუჩებზე.

12:30-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სათხა, დიდი არაქალი, პატარა არაქალი, სათხა.

14:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |