სიახლეები
სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 15:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდება აბონენტებს ქ. ახალციხეში კოსტავას, თამარაშვილის, რუსთაველის, ნათენაძის, თაყაიშვილის, თაბუკაშვილის, ფალიაშვილის, ფარნავაზ მეფის, ქეთევან დედოფლის, ვაჟა-ფშაველას, თამარ მეფის, ნიკოლაძის, მებაღიშვილის, გამსახურდიას, დიდიმამიშვილის, გორის, ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

13 მაისს 10:30-დან 12:30 საათამდე - აბონენტებს ბაკურიანში წაქაძის, აღმაშენებლის, ცხრაწყაროს ქუჩებზე, ე.წ. 25-იანების, კოხტასძირის მიმდებარე ტერიტორიაზე.

12:00-დან 13:00 საათამდე - აბონენტებს ბაკურიანში დავით აღმაშენებელის, მთის, ცხრაწყაროს, რუსთაველის, სადგურის, თამარ მეფის, წერეთლის, ცაბაძის და მიმდებარე ქუჩებზე, დიდველზე.

13 მაისს 11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს აბასთუმანში.

13 მაისს 11:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქში თავისუფლების, მაშტოცის, თბილისის, რუსთაველის, ნალბანდიანის, ჭავჭავაძის, თუმანიანის, მიკოიანის, ჯავახეთის, მალხასიანის, თამარ მეფის, მიასნიკიანის, ძნელაძის, ჩარენცის, სანაპიროს, ნინოწმინდის და მიმდებარე ქუჩებზე.

13 მაისს 12:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვილისი, პატარა პამაჯი, დიდი პამაჯი, საძელი, ორალი, ივლიტა, ყულალისი, ხაკი, ზემო სხვილისი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

| Print |