სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია შეეზღუდება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაჯადია, ორჯა, კორხი, დილისკა, კოჩიო და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცემი, კიმოთი, წაღვერი, ტიმოთესუბანი, მიტარბი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 15:30 საათამდე აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში უდე, ზარზმა, არალი, ბოლაჯური, დიდი სმადა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.