სიახლეები
ხვიჩა გვირჯიშვილს 15 ივნისს საყუნეთში დაკრძალავენ
უკრაინაში, 3 ივნისს დო­ნეც­კის ოლ­ქში, ლი­მა­ნის ტყე­ში დაღუპულ ხვიჩა გვირჯიშვილს მშობლიურ საყუნეთში 15 ივნისს დაკრძალავენ. მესხი მებრძოლი რუსი ოკუ­პან­ტე­ბის და­ბომბვას ემსხვერ­პლა. ხვი­ჩა ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ლე­გი­ო­ნის, მე-2 ბა­ტა­ლი­ო­ნის მებ­რძო­ლი იყო და უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის დღი­დან იბ­რძო­და.

,,კაცი, რო­მელ­მაც ქარ­თველ რა­ინ­დებ­ზე წარ­მოდ­გე­ნა შეგ­ვიქ­მნა" - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ბრძო­ლის ველ­ზე და­ცე­მულ ქარ­თველ მებ­რძოლ ხვი­ჩა გვირ­ჯიშ­ვილს.

დაღუპული ხვიჩა გვირჯიშვილის პანაშვიდი 13 და 14 ივნისს, თბილისში გაიმართება. მისამართზე: საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა #6 (სარიტუალო დარბაზი #1, სართული 2).

15 ივნისს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე მისთვის პატივის მიგება ახალციხის სოფელ საყუნეთის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში იქნება შესაძლებელი.

ხვიჩა გვირჯიშვილის 15 ივნისი 15:00 საათზე ახალციხის სოფელ საყუნეთში დაკრძალავენ.

ბოლო ერთ თვეში უკრაინაში უკვე მეორე ახალციხელი დაიღუპა. ავდეევკის მიმართულებით ახალციხელი ბესო ლომიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მაისის დასაწყისში გავრცელდა. ბესო ლომიძის ცხედრის გადმოსვენება საქართელოში ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
| Print |