სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგია გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 დეკემბერს 11:00-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ცემი, მზეთამზე, წაღვერი, კიმოთი, რველი, ციხისჯვარი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 16:30 საათამდე ადიგენში მესხეთის ქუჩაზე;
12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში ვაშლოვანის, აღმაშენებლის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.