სამცხე-ჯავახეთში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 თებერვალს 13:00-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებო ვარხანი, ბოლაჯური, ხევაშენი, შოყა, შოლავერი, ხარჯამი, ღორძე, ფხერო, არალი და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში იხტილა, მერენია, აგანა, სირკვა და მიმდებარე სოფლებში;
14:30-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ადიგენში ალ. ზაზაშვილის, ერისთავის, ბალახაშვილის, რუსთაველის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.