სამცხე-ჯავახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 მაისს 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომში ვაშლოვანის, აღმაშენებლის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე; აგრეთვე სოფლებში ყვიბისი და რველი;
12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გორელოვკა, ჟდანოვი, ორლოვკა, ეფრემოვკა, პატარა ხანჩალი, კატნატუ და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.