Error
EMC-ის წლიური შეფასებაში მოხის მოვლენები მოხვდა
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმიანება და 2016 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობას აჯამებს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმიანება და 2016 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობას აჯამებს.

15493901_1292392937485474_472404377_n.jpg

EMC-ის წლიური შეფასებაში მოხვდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სადავო შონობასთან დაკავშირებული მოვლენები.

“პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული უწყების – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) საქმიანობას თითქმის არც ერთი მიმართულებით პოზიტიური ცვლილებები არ მოჰყოლია. წინა წლებში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტები კვლავ გადაუჭრელი და ფაქტობრივად კონსერვირებულია (სამთაწყარო, ქობულეთი, მოხე). მოხეში მდებარე საკულტო-ნაგებობასთან დაკავშირებით დაწყებული დავის გადაწყვეტის მიზნით სააგენტოს მიერ შექმნილმა კომისიამ, 2 წლიანი მუშაობის შემდეგ არ უზრუნველყო შენობის ისტორიული და კონფესიური წარმომავლობის საკითხის შესწავლა (არსებითად რისთვისაც ის შეიქმნა) და მთავრობამ შენობა კვლავ „სადავო საკულტო ნაგებობის“ სტატუსს დაუქვემდებარა. სააგენტოს მიერ უსამართლო, არაგამჭვირვალე და ილუზორული მექანიზმის შექმნამ მოხეში რელიგიურ თემებს შორის გაუცხოება  და დაპირისპირება კიდევ უფრო გააღრმავა და საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების რესტიტუციაზე/დაბრუნებაზე პოლიტიკური ნების არ არსებობა კიდევ ერთხელ დაადასტურა” – ნათქვამია EMC –ის წლიურ შეფასებაში.

| Print |