ახალციხეში, გაყინული ტროტუარების გამო, ქვეითებს გადაადგილება უჭირთ
გზის ნაწილი, რომელიც  ფეხითმოსიარულეთათვისაა განკუთვნილი, რამდენიმე დღეა გაყინულია. მოსახლეობა ჩივის, რომ მოყინულ ტროტუარზე გადაადგილება უჭირთ.

გზის ნაწილი, რომელიც  ფეხითმოსიარულეთათვისაა განკუთვნილი, რამდენიმე დღეა გაყინულია. მოსახლეობა ჩივის, რომ მოყინულ ტროტუარზე გადაადგილება უჭირთ.

ადგილობრივებს უკვირთ, რატომ არ ზრუნავს აღნიშნულ საკითხზე ახალციხის მერია. ისინი ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ.

მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებაზე პასუხისმგებელ ადგილობრივ ხელისუფლებისგან კომენტარს, მთელი დღის განმავლობაში ველოდით. აღნიშნულ პრობლემაზე საუბარი არც საკრებულოს თავმჯდომარემ და არც ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ისურვა. დღის ბოლოს მცირე განმარტებით შემოიფარგლა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი.

შპს ,,კეთილმოწყობის” დირექტორი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ტროტუარების გასუფთავების ვალდებულება მათ არ აქვთ. მიუხედავად ამისა, გიორგი ლონდარიძის თქმით, მისმა თანამშრომლებმა, ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნის შემდეგ, ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილ ადგილებზე, ტექნიკური მარილის დაყრა დაიწყეს.

ახალციხის მერიაში ადგილობრივებს აიმედებენ, რომ ტექნიკურ მარილს ცენტრალური ქუჩების ტროტუარებზე მოაყრიან. სამუშაოები გაგრძელდება ამინდის გაუარესებისა და დიდთოვლობის შემთხვევაშიც. ამ ეტაპზე თვითმმართველობაში არ დგას ტროტუარების ყინულისგან გაწმენდის საკითხი.


| Print |