რეგიონი
ადიგენის 11 სოფელში ფანჩატურები მოეწყობა
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 11 დიდი და პატარა ზომის ფანჩატურის მოწყობა გადაწყდა. მერიის მიერ, სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებული 21 186 ლარიანი ტენდერი უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გასაფორმებლად მზადება მიმდინარეობს. ვაჭრობის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასი - 19 667 ლარი ი/მ დავით მაჭარაშვილმა დააფიქსირა.

პატარა ზომის ფანჩატურები მოსაწყობია: სოფელ ვარხანში, აბასთუმანში (აღობილის დასახლება), სოფელ ხარჯამში, სოფელ შოყაში, სოფელ ბოლაჯურში, სოფელ წახანში. დიდი ზომის ფანჩატურები უნდა მოეწყოს სოფელ წარბასთუმანში, თრიალაზე, ოქროს ციხესთან, შოშხოთში, ჭიხეში.

ადიგენის მერიაში ამბობენ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრისას ფანჩატურების საჭიროებაზე ადგილობრივებმა არაერთხელ ისაუბრეს. იმის გამო, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მათ მოწყობას არ ითვალისწინებს, თვითმმართველობამ გადაწყვიტა თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოეყო.

ფანჩატურების მოსაწყობად კომპანიას 28 დღე აქვს. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა ორი წელია. ამ ხნის მანძილზე, რაიმე წუნის ან დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაზიანება საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს.
| Print |