რეგიონი
ახალქალაქს საახალწლოდ 20 000 ლარის ფარგლებში მორთავენ

 

ახალქალაქის მერიამ წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო. თვითმმართველობამ ქალაქის მოსართავად ტენდერი 19 500 ლარზე გამოაცხადა. წინადადებების მიღება ექვს დეკემბერს მთავრდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ უნდა შეიძინოს 800 ცალი რძიანი შოკოლადი, ფოიეერვერკი როგორც ქალაქისთვის, ისე სოფლებისთვის. უნდა დაიქირაოს ანიმატორები - თოვლის ბაბუა, ფიფქია, ორი ელფი და ორი ჯამბაზი.

ამის გარდა, კომპანიამ ახალქალაქში უნდა დაამონტაჟოს ლითონის კონსტრუქცია „2020“, რომელიც ნეონის მილით იქნება განათებული. საახალწლო აქსესუარები უნდა დაამონტაჟოს თავისუფლებისა და დრბინიანის ქუჩის გზაჯვარედინიდან თავისუფლებისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთამდე. უნდა მორთოს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ახალი სკვერი, ცენტრალურ პარკსა და მიმდებარე ქუჩებზე დაამონტაჟოს საახალწლო განათებები.

ქალაქის მთავარ მოედანზე 10-მეტრიანი ნაძვის ხის აწყობაც შერჩეული კომპანიის ვალდებულება იქნება. ასევე ნაზარეთიანის ქუჩაზე და ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე 6 მეტრიანი ნაძვის ხეების მორთვა.

კომპანიამ საახალწლო განათებების მონტაჟი 20 დეკემბრამდე, დემონტაჟი კი 15 იანვრის შემდეგ უნდა განახორციელოს.
| Print |