რეგიონი
ასპინძის სოფლებში ქალებს საარჩევნო პროცესებზე ესაუბრნენ

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის შვიდ სოფელში, ქალებს საარჩევნო სისტემებსა და ამომრჩევლის უფლებების შესახებ ესაუბრნენ. 12 ახალგაზრდა ქალი სოფლებში - ოშორა, იდუმალა, ივერია, ნიჯგორი, გულსუნდა, ტოლოში და აწყვიტა ადგილობრივებს შეხვდნენ და საინფორმაციო შეხვედრები 16 ნოემბერს ჩაატარეს. მისი მიზანი, საარჩევნო პროცესების მიმართ, ქალების ინტერესის გაზრდა იყო.

შეხვედრების დროს, ახალგაზრდებმა ადგილობრივ ქალებს საინფორმაციო ფლაერებთან ერთად, ქუდები, მაისურები და 2020 წლის კალენდარები დაურიგეს.
შვიდი სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრა ქალთა ორგანიზაცია-კავშირ „პაროსის“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანიც მოქალაქეებში სამოქალაქო და საარჩევნო განათლების დონის ამაღლების უზრუნველყოფაა.

პროექტის ამოცანებია, ასპინძის და ადიგენის მუნიციპალიტეტების ქალების საარჩევნო და სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება. ასევე, არჩევნებში გენდერული თანასწორობის და ინკლუზიურობის შესახებ ინფორმირება.

 

| Print |
თეგები: პაროსი /