რეგიონი
ადიგენის ხუთ სოფელში ქალებს არჩევნების შესახებ ესაუბრნენ (R)
20 ნოემბერს, ქალთა ორგანიზაცია-კავშირ „პაროსის“ წევრებმა, ადიგენის ხუთი სოფლის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. უნწაში, ბენარაში, შოლავერში, უდესა და ადიგენში მცხოვრებ ქალებს საარჩევნო პროცესების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრების მიზანი, საარჩევნო პროცესების მიმართ, ქალების ინტერესის გაზრდა იყო. მონაწილეებს ორგანიზატორებმა ქუდები, მაისურები და 2020 წლის კალენდარები დაურიგეს. ასევე საინფორმაციო ბუკლეტები საარჩევნო სისტემის და ამომრჩეველის უფლებების შესახებ.

შეხვედრა ქალთა ორგანიზაცია-კავშირ „პაროსის“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანი სამოქალაქო და საარჩევნო განათლების დონის ამაღლების უზრუნველყოფაა. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ განათლებულ და ინფორმირებულ თაობას განათლებული და ინფორმირებული ქალი აღზრდის.
| Print |
თეგები: პაროსი /