რეგიონი
გორელოვკის მოსახლეობამ გზა გადაკეტა - საპროტესტო აქცია ნინოწმინდაში
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის მოსახლეობამ ცენტრალური გზა გადაკეტა. ადგილობრივები ტრანსპორტს არ ატარებენ და წყლისა და საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ. როგორც "მეცხრე არხთან" ყვებიან, სოფლისთვის  განკუთვნილი სასმელი წყლის დიდი ნაწილი ფერმაში მიდის, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეს სუმბატ კიურეღიანს ეკუთვნის.

რაც შეეხება საძოვრებს - სოფლის მიმდებარე ტერიტორია ჩინოვნიკებს ეკუთვნით, ამიტომ საქონლის გამოკვების საშუალება არ აქვთ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

"მეცხრე არხის" გადამღები ჯგუფი ადგილზეა და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

| Print |