რეგიონი
ბორჯომში ავტომობილები შეფერხებით მოძრაობენ
თოვლის გამო, ბორჯომი-ხაშურის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ყვიბისის მიმდებარე ტერიტორიასთან საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. გზაზე რამდენიმე ტრაილერია გაჩერებული, რის გამოც შეიქმნა საცობი და ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს.

ადგილზე მობილიზებულია საპარტულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

წყარო: ტელეკომპანია "ბორჯომი"
| Print |