რეგიონი
ქალაქი ვალე გაზის გარეშეა დარჩენილი

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. გაზის გარეშე 1 200-მდე აბონენტია დარჩენილი.

"დაახლოებით, ცხრა საათი იყო, ქუჩიდან სირენების ხმა გავიგონეთ. რომ გავიხედეთ, დაცვის პოლიციის მანქანები რაღაც დიდ ტვირთს აცილებდნენ, რამდენიმე წუთში კი გაზი გაითიშა. ზუსტად არ ვიცით ამას უკავშირდება თუ არა, თუმცა ფაქტია, რომ დაზიანება მოხდა. როგორც პირადი ნაცნობობით გავიგეთ, დღეს ღამე ვერც მოესწრება გაკეთება", - გვითხრეს ვალეს მაცხოვრებლებმა.

კომპანია "სოკარში" გვითხრეს, რომ გაზის ცენტრალური მილი ტრაილერმა დააზიანა. პრესამსახურში არ აქვთ ინფორმაცია, როდის აღდგება ბუნებრივი აირი.

"ახლა არკვევენ რამდენად სერიოზული დაზიანებაა, ამიტომ ჯერ ვერ გეტყვით როდის დაიწყება შეკეთება ან გაზის მიწოდება", - გვითხრეს პრესსამსახურში.

 

| Print |