რეგიონი
ასპინძაში ცენტრალურ ქუჩებზე დეზინფექცია ჩატარდა

 

დაბა ასპინძაში სკვერები, ტეოტუარები და ცენტრალური ქუჩები სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეს. ინიციატივა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას ეკუთვნის. დასუფთავების ღონისძიების ფოტომასალას თვითმმართველობის ოფიციალური ფეისბუკ გვერდი აქვეყნებს.

დეზინფექცია სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოსა და ასპინძის სახანძრო-სამაშველოს სამსახურის ტექნიკის საშუალებით განხორციელდა.

თვითმმართველობის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შემდეგ ეტაპზე დაბის შიდა ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

 

| Print |