რეგიონი
აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე სამხედრო იერიში მიიტანა - ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანმა სამხედრო იერიში მიიტანა.

"მტერმა არცახის რეგიონზე იერიში მიიტანა. თავდაცვის არმია თავდასხმას წარმატებით უმკლავდება.

მოგიწოდებთ, ენდოთ ინფორმაციის მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს
". - წერს ფაშინიანი.

არცახი ისტორიული პროვინციაა, რომელიც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ოფიციალური აზერბაიჯანი აცხადებს, რომ კონფლიქტის გაღვივებაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება.
| Print |