რეგიონი
ახალციხე-ნინოწმინდის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების - ძლიერი ქარის, თოვლისა და დაბალი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. 

უწყების ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე თავისუფალია ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის დანარჩენ მონაკვეთზე.

| Print |