რეგიონი
რაც მოხდება უკრაინაში, პირდაპირ აისახება საქართველოზე - საერთაშორისო ექსპერტები
უკრაინა ომის მოლოდინშია. მის საზღვართან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები დგანან.

ოკუპანტი ქვეყანა ნატოს სთხოვს საკუთარ რიგებში არ მიიღოს საქართველო და უკრაინა, თბილისი კი კრიზისს ფრთხილი და რუსეთის არაგამაღიზიანებელი განცხადებებით ეხმაურება.

პასიურ დიპლომატიურ პოლიტიკას, რომელსაც საქართველო ირჩევს, საგარეო და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები აკრიტიკებენ.

ექსპერტების თქმით, ის რაც მოხდება უკრაინაში, პირდაპირ აისახება საქართველოზე.


| Print |