რეგიონი
დონბასში 17 წლის ახალგაზრდა დაიღუპა
დონბასში რუსეთის შეჭრას სამოქალაქო მოსახლეობაში პირველი მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვი.

როგორც სოციალურ ქსელში უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ დაწერა, დასახლებულ პუნქტს ბროვარსკიზე თავდასხმას 17 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.

მისი ინფორმაციით, ამჟამად უკრაინელი სამხედროები ქალაქში მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებენ.

გერაშჩენკოს თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ბროვარსკიში ასევე 5 დაშავებულია.

გარდა ამისა, მარიუპოლში დაჭრლია სამი პირი, მათ შორის ერთი ბავშვია.

„ავიაიერიშის დროს სამხედრო ქალაქ ბროვარსკის No161-ში დაიწვა შენობა, ასევე, ნაწილობრივ დაზიანდა 4-სართულიანი სახლი. მიმდინარეობს ევაკუაცია, მუშაობს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური და სასწრაფო დახმარების მანქანა. წინასწარი ინფორმაციით, ერთი გარდაცვლილია, ერთი დაჭრილი და კიდევ 5 დაშავებული“, – წერს გერაშჩენკო.

| Print |