რეგიონი
მოთხოვნისთანავე საქართველოდან უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნიან
"საქართველოს მთავრობა სწავლობს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებებს და მოთხოვნისთანავე უზრუნველყოფს მის მიწოდებას", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო ცნობებით, მტრის დაბომბვას ორი ბავშვი ემსხვერპლა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კი 33 სამოქალაქო სამიზნე დაიბომბა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველზე დაყრდნობით იუწყება.

„მტერმა 33 სამოქალაქო სამიზნეს ესროლა. რუსები ესვრიან სამოქალაქო ობიექტებს და კლავენ ჩვენს მშვიდობიანი მოქალაქეებს”, - აცხადებს ვადიმ დენისენკო.

ამჟამად უკრაინელი სამხედროების მთავარი ამოცანა კიევის შენარჩუნებაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, ენდონ მხოლოდ ოფიციალურ საინფორმაციო წყაროებს.
| Print |