რეგიონი
„მამაკაცები ვემზადებით რადას დასაცავად" - ახალციხელი იური მანუკიანი კიევიდან
უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. საყოველთაო მობილიზაციის შესახებ განკარგულების თანახმად, 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.

უკრაინაში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეებიც. ერთ-ერთია კიევში მცხოვრები ახალციხელი სპორტსმენი იური მანუკიანი.

მისი თქმით, რაიონში ჯერჯერობით სიმშვიდეა, თავშესაფარში ქალები და ბავშვები მიჰყავთ, მამაკაცები კი ქვეყნის დასაცავად მზად არიან.

იური მანუკიანი გვიყვება, რომ პოზნიაკის რაიონიდან 10 კილომეტრში რუსული ტანკებია განლაგებული და ოკუპანტები რადას აღებას გეგმავენ. მამაკაცები ამ შენობის დაცვას აპირებენ.

28 წლის სპორტსმენი კიევში 2008 წლიდან ცხოვრობს, ის კრივის მწვრთნელია.

| Print |