რეგიონი
დაიღუპა 3,5 ათასი რუსი ჯარისკაცი, 200-მდე ტყვედ ჩავარდა - პოდოლიაკი
უკრაინის პრეზიდენტის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის დაიღუპა 3,5 ათასი რუსი ჯარისკაცი, ხოლო 200-მდე ტყვედ ჩავარდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა მხარემ 14 თვითმფრინავი, 8 ვერტმფრენი და 102 ტანკი დაკარგა.

BBC წერს, რომ რუსული მხარე დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კი მისი სახელით გავრცელებულ ფეიკნიუსს ეხმაურება. ზელენსკიმ კიევში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს.

"აქ ვარ, არანაირ იარაღს არ ვყრით", - ამბობს ზელენსკი.

ტელეგრამში უკრაინის პრეზიდენტის სახელით ვრცელდება მესიჯი, რომ დანებებას აპირებს და აგრესორ ქვეყანას იარაღს აბარებს.

| Print |