რეგიონი
ომის დაწყებიდან უკრაინის ტერიტორიაზე 17 800 რუსი სამხედრო მოკლეს - უკრაინა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განახლებული ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინის ტერიტორიაზე 17 800 რუსი სამხედრო მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია გენშტაბის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზეა გამოქვეყნებული.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის განადგურებულია 631 ტანკი.

რაც შეეხება რუსეთის მხრიდან სხვა დანაკარგს, განადგურებულია: საბრძოლო ჯავშანმანქანა -1776, საარტილერიო სისტემა - 317, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა -100, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა -54, თვითმფრინავი - 143, ვერტმფრნი -134, საავტომობილო ტექნიკა - 1236, გემი და კატერი - 7, საწვავ- საპოხი მასალის ცისტერნა - 76, უპილოტო საფრენი აპარატი - 87, სპეციალური ტექნიკა - 24, სარაკეტო კომპლექსი - 4.
ასევე ნახეთ:

| Print |