რეგიონი
უკრაინელი ფოტოჟურნალისტი, რომელსაც 13 მარტის შემდეგ ეძებდნენ, მოკლული იპოვეს
პირველადი ინფორმაციით, ცნობილი უკრაინელი ფოტოჟურნალისტი და დოკუმენტალისტი მაქს ლევინი ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ფოტოჟურნალისტის ცხედარი ვიშგოროდის რაიონის სოფელ გუტა მეჟიგორსკაიაში იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა უიარაღო მაქსიმ ლევინი ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლით მოკლეს", - განაცხადა პროკურატურამ.

მათივე ინფორმაციით, მიღებულია ყველა ზომა დანაშაულის ყველა გარემოების დასადგენად.

ოგორც ცნობილია, ლევინი ადგილზე იმყოფებოდა თავის მეგობართან, ალექსეი ჩერნიშევთან ერთად, რომლის ბედი დღემდე უცნობია.

ლევინის დოკუმენტური პროექტების უმეტესობა უკრაინაში რუსეთის ომს ეხებოდა.

უკრაინელი ფოტოჟურნალისტი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. მისმა მეგობარმა მარკიან ლისეიკომ Ukrinform-ის ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლევინი ფრონტზე იმყოფებოდა კიევის მახლობლად, მაგრამ 13 მარტის შემდეგ მასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.
| Print |