რეგიონი
უკრაინაში ომს 1 600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
გაეროს განახლებული მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 1 611 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 131 ბავშვია. დაჭრილია 2 227 ადამიანი. ამის შესახებ BBC წერს.

მათივე ცნობით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, 425 ადამიანი დაიღუპა.

როგორც გაეროში განმარტავენ, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გაცილებით დიდია, ანგარიშში კი მხოლოდ დადასტურებული შემთხვევებია ასახული.
| Print |