რეგიონი
14 წლის გოგონა ხუთმა რუსმა ოკუპანტმა გააუპატიურა, ის ახლა ორსულადაა - უკრაინის ომბუდსმენი
უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ჩადენილ განსაკუთრებულ სისასტიკეზე, მათ შორის არასრულწლოვანებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტებზე წერს.

ომბუდსმენი ამბობს, რომ რუსი სამხედროები ამას ბავშვების მშობლების თვალწინ აკეთებდნენ და შემდეგ მათ კლავდნენ.

"რუსი ტერორისტებისა და ჯალათების სისასტიკეს საზღვარი არ აქვს. გაუპატიურებულია ბავშვები. 14 წლის გოგონა ბუჩიდან გააუპატიურა 5-მა რუსმა ოკუპანტმა, გოგონა ახლა ორსულადაა.

ბუჩა - ბიჭი 11 წლის, გააუპატიურეს დედის თვალწინ. დედა მიაბეს სკამზე, რომ ყველაფერი საკუთარი თვალით ენახა.

ირპენი - 20 წლის ქალი გააუპატიურა სამმა ოკუპანტმა.

არ არსებობს ისეთი ადგილი, არც ამ ქვეყნად და არც ჯოჯოხეთში, სადაც რაშისტები სასჯელს გაექცევიან. რაშისტებმა აუცილებლად უნდა აგონ პასუხი",
- წერს სახალხო დამცველი.
ასევე ნახეთ:

| Print |