რეგიონი
რუსი ოკუპანტები ქალაქში ბომბებს პარაშუტებით ყრიან
უკრაინის ქალაქ ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსი ოკუპანტები ქალაქში ბომბებს პარაშუტებით ყრიან, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, ასეთ ბომბებს არ მიუახლოვდნენ.

„ხარკოვი ახალი ტიპის ბომბებით იბომბება. რუსი აგრესორი მათ პარაშუტით აგდებს. გთხოვთ, არავითარ შემთხვევაში არ მიუახლოვდეთ ასეთ პარაშუტებს და დაუყოვნებლივ შეატყობინოთ მათ შესახებ მაშველებს," - აცხადებს ქალაქის მერი.

მისი თქმით, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რუსულმა ძალებმა ხარკოვში 1 716 საცხოვრებელი სახლი გაანადგურეს.
| Print |