რეგიონი
გასულ ღამეს ხარკოვის ოლქი 66-ჯერ დაიბომბა, არიან დაღუპულები და დაჭრილები
გასულ ღამეს ხარკოვის ოლქი 66-ჯერ დაიბომბა, არიან დაღუპულები და დაჭრილები, - აღნიშნულ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

მისივე თქმით, ხარკოვის ოლქი „გრადის“ და „სმერჩის“ ტიპის სარაკეტო სისტემებით დაიბომბა. სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რუსებმა საცხოვრებელი რაიონები დაბომბეს.

„გუშინ, სამწუხაროდ, 11 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა - მათ შორის 7 ბავშვია. 14 ადამიანზე მეტმა დაზიანებები მიიღო და ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში“, - აღნიშნა სინეგუბოვმა.
| Print |