რეგიონი
უკრაინაში ინფრასტრუქტურულმა ზარალმა 80 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
რუსეთის თავდასხმის შედეგად ინფრასტრუქტურულმა ზარალმა უკრაინაში 80 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზიანს, ის 564-600 მილიარდ დოლარამდე მერყეობს. ამ ზარალში შედის მშპ-ის შემცირება, ინვესტიციების შეჩერება, ადამიანური რესურსის ნაკლებობა და დამატებითი ხარჯების გაღება.

რუსული აგრესიის 47 დღის განმავლობაში უკრაინაში გაანადგურეს გზების 23 000 კილომეტრი და 37 000 კვადრატი საცხოვრებელი ფართი. დაზიანდა 277 ხიდი, 10 სამხედრო აეროდრომი, 8 აეროპორტი და 2 პორტი.

ზარალი უკრაინის ეკონომიკურმა პროექტმა KSE Institute დათვალა.

"ფორმულა"
| Print |
თეგები: ზარალი / უკრაინა /