რეგიონი
რუსეთში, ბრიანსკში ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა
რუსეთში, ქალაქ ბრიანსკში ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

„საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ დაადასტურა ხანძრის არსებობა. დადასტურებულია ისიც, რომ ცეცხლი საწვავის ავზებს უკიდია“, - აცხადებენ ბრიანსკის ოლქის ადილობრივ მთავრობაში.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო და სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
| Print |