რეგიონი
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე შეტევა განახორციელეს
ზაპოროჟიეში დღეს დილით რუსულმა ძალებმა სამი თავდასხმა განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპაროჟიის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით,გარემოებები ზუსტდება და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

როგორც Ukrinform იტყობინება, რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა ფრონტის ხაზის ერთ-ერთ მონაკვეთზე დიდი რაოდენობით ტექნიკისა და პერსონალის მობილიზება განახორციელეს და ზაპოროჟიეს მიმართულებით წინსვლას ცდილობენ.
| Print |