რეგიონი
ომის გამო, უკრაინა უკვე 5 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა
გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან ორი თვის თავზე, უკრაინა 5 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, უკრაინის მოქალაქეებს მარტო გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 45 ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა.

ომისგან გაქცეულთა 90%-ს ქალები და ბავშვები შეადგენენ. ყველაზე მეტი ადამიანი, 2.9 მილიონი პოლონეთში წავიდა.

გარდა ამისა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, 7 700 000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია უკრაინის შიგნით.
| Print |