რეგიონი
ომის დაწყებიდან 22 400 რუსი სამხედრო მოკლეს
რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, საერთო ჯამში, დაახლოებით 22 400 სამხედროს აღწევს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, ოკუპანტების ზარალმა შეადგინა: 22 400 -მდე სამხედრო, 939 ტანკი, 2342 ჯავშანმანქანა, 421 საარტილერიო სისტემა, 149 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 71 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 185 თვითმფრინავი, 155 შვეულმფრენი, 1666 საავტომობილო ტექნიკა, 8 ერთეული გემი/ კატერი, 76 ცალი საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 207 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 31 სპეცტექნიკა, 4 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი OTRK / TRK.
| Print |