რეგიონი
ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვიეს
ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვია, - ამის შესახებ პრეზიდენტი ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს.

„ინდონეზიის პრეზიდენტს ჯოკო ვიდოდოს ვესაუბრე. მადლობა გადავუხადე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამო, განსაკუთრებით გაერო-ში გამოხატული მკაფიო პოზიციისთვის. განვიხილეთ სასურსათო უსაფრთხოების საკითხები. ვაფასებ, ჩემს მიწვევას „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობის მისაღებად“, - წერს ზელენსკი.

ინდონეზია „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა. ორგანიზაციის ლიდერების შეხვედრა 15-16 ნოემბერს კუნძულ ბალიზე გაიმართება.
| Print |