რეგიონი
ოკუპანტები მზად არიან, უკრაინას შავი ზღვიდან დაარტყან
შავ ზღვაში რუსული გემები მზადყოფნაში რჩებიან უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის განსახორციელებლად, - ამის შესახებ "სამხრეთის" ოპერატიული სარდლობის პრესსპიკერმა ვლადისლავ ნაზაროვმა განაცხადა.

„შავი ზღვის ოპერაციულ ზონაში რუსული ფლოტის საზღვაო დაჯგუფება წყალქვეშა ნავებით მზადაა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმისთვის“, - აღნიშნა ნაზაროვმა.

მისი თქმით, შავი ზღვის ოპერაციულ ზონაში რუსული ფლოტის გემების დაჯგუფებაში წყალქვეშა ნავებიც შედის.
| Print |