რეგიონი
რუსულმა ძალებმა უკრაინაში ომის დაწყებიდან 22 800 სამხედრო დაკარგეს
რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, საერთო ჯამში, დაახლოებით 22 800 სამხედროს აღწევს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, ოკუპანტების ზარალმა შეადგინა: 22 800 -მდე სამხედრო, 970 ტანკი, 2389 ჯავშანმანქანა, 431 საარტილერიო სისტემა, 151 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 72 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 187 თვითმფრინავი, 155 შვეულმფრენი, 1666 საავტომობილო ტექნიკა, 8 ერთეული გემი/ კატერი, 76 ცალი საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 215 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 31 სპეცტექნიკა, 4 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი OTRK / TRK.
| Print |