რეგიონი
ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში მიიტანეს
უკრაინის დედაქალაქის ცენტრალურ რაიონში ორი აფეთქება მოხდა. კიევის მერის ვიტალო კლიჩკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქს ცეცხლი გაუხსნეს.

"მეგობრებო! საღამოს მტერმა ესროლა კიევს. ორი დარტყმა იყო შევჩენკოვსკის რაიონში. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება"- წერს კლიჩკო.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
| Print |