რეგიონი
რუსებმა უკრაინაში 220 ბავშვი მოკლეს
რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 220 ბავშვი მოკლეს, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 220 ბავშვი და დაშავდა 406. ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გუშინ ოდესაში რუსული არმიის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 14 წლის ბიჭი დაიღუპა და 17 წლის გოგონა დაშავდა.
| Print |