რეგიონი
გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ომის დაწყების დღიდან 24 500 რუსი სამხედრო მოკლეს
რუსი ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგი, საერთო ჯამში, დაახლოებით, 24 500 სამხედროს აღწევს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპანტების ზარალმა შეადგინა: 1077 ტანკი, 2610 ჯავშანმანქანა, 491 საარტილერიო სისტემა, 163 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 81 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 194 თვითმფრინავი, 155 შვეულმფრენი, 1867 საავტომობილო ტექნიკა და საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 10 ერთეული გემი/ კატერი, 303 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 38 სპეცტექნიკა, 87 ფრთოსანი რაკეტა.
| Print |