რეგიონი
მარიუპოლის თეატრზე თავდასხმის დროს, სულ მცირე, 600 ადამიანი დაიღუპა
გამოცემა Associated Press-მა გამოიკვლია და 23 მოწმეზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ მარიუპოლის თეატრის დაბომბვის დროს სულ მცირე 600 ადამიანი დაიღუპა. მათგან მინიმუმ ასი - აფეთქების დროს.

რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის თეატრი 16 მარტს დაბომბეს. თეატრის სარდაფებს, სადაც ბომბებისგან თავშესაფარი იყო მოწყობილი, დაახლოებით, 1200 ადამიანი აფარებდა თავს.

თეატრის წინ იყო წარწერა "ბავშვები", რაც თავდამსხმელებმა არ გაითვალისწინეს.


formulanews.ge
| Print |