რეგიონი
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ორ რაიონზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს
რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ორ რაიონზე თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა „გრადის“ გამოყენებით განახორციელეს, - ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო “ტელეგრამში“ იუწყება.

მისი თქმით, ოკუპანტებმა ცეცხლი კრივოი-როგისა და სინელნიკოვსკის რაიონებში გახსნეს. „არავინ დაშავებულა. რაკეტა პოკროვსკაიაში მინდორზე დაეცა", - განაცხადა რეზნიჩენკომ.
| Print |