რეგიონი
უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა
უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა. როგორც ერთ-ერთი მებრძოლი ლადო გამსახურდია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, მათ მსუბუქი დაზიანებები აქვთ.

„მოკლედ, რადგან ჭორის დონეზე გავარდა ხმა, გეტყვით: შეტაკებაზე დავიჭერით ცხრა ქართველი, ყველანი კარგად ვართ და მყარად ვდგავართ ფეხზე. პირადად მომხვდა "ასკოლკა" თეძოზე და დამიდგინდა მსუბუქი "კანტუზია", როგორც ხედავთ, კარგად ვარ. ძლიერი შეტაკება იყო. ჩვენ დანაკლისის გარეშე გამოვედით. მოწინააღმდეგეს აქვს სოლიდური დანაკარგი. მადლობა ჩვენ ქართველ მეთაურს და ჩემ მებრძოლ ძმებს. მადლობა ექიმებს. ერთობით გავიმარჯვებთ. როგორც მეთაურმა თქვა: "ჩვენი ქართველი დაღუპული მებრძოლების სისხლი ავიღეთ",- წერს ლადო გამსახურდია სოციალურ ქსელში.
| Print |