რეგიონი
უკრაინელებმა ხარკოვის 5 დასახლებაზე კონტროლი აღადგინეს
უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის 5 დასახლებაზე კონტროლი აღადგინეს - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

უკრაინელებმა კონტროლი აღადგინეს შემდეგ დასახლებებზე:
  • ალექსანდროვკა,
  • ფედოროვკა,
  • უკრაინკა,
  • შესტაკოვო,
  • პობედა,
  • ასევე სოფელ ჩერკასკიეს ტიშკის ნაწილზე.
„უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების შეტევის შედეგების საფუძველზე, კონტროლი აღდგა ალექსანდროვკას, ფედოროვკას, უკრაინკას, შესტაკოვოს, პობედას დასახლებებზე და სოფელ ჩერკასკი ტიშკის ნაწილზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გენშტაბის ინფორმაციით, მტერი ბლოკავს ხარკოვის რეგიონის ცალკეულ შორეულ დასახლებებს, ახორციელებს სისტემატური მაღალი ინტენსივობის დაბომბვას, მათ შორის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით, იმ ადგილებში, სადაც უკრაინის ჯარები არიან კონცენტრირებული.

ამასთან, უწყება ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალაქ მარიუპოლში მტერმა თავისი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირება მოახდინა „აზოვსტალის“ რაიონში უკრაინელი დამცველების შენაერთების ბლოკირებასა და დამარცხებაზე.
| Print |