რეგიონი
უკრაინის მხარე კიდევ ერთ რუსულ რაკეტას ანადგურებს
უკრაინის მხარემ ოდესაში მტრის რაკეტა ჩამოაგდო, რომლის სამიზნეც, სავარაუდოდ, ოდესის აეროპორტი იყო. ეს ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ „ტელეგრამ არხით“ დღეს გაავრცელა.

დღესვე, უკრაინული მედიის ცნობით, ოდესაში აფეთქების ხმა ისმოდა. ოდესის პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ ვიდეო და ფოტო მასალის გავრცელებისგან.

უკავშირდება თუ არა აფეთქების ხმა აღნიშნული რაკეტის განადგურებას, ამ დროისთვის უცნობია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, დღემდე უკრაინულმა ჯარებმა 25 500-მდე რუსი მეომარი გაანადგურეს,

უწყების წარმომადგენლების თქმით, მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბოლო დღის განმავლობაში ნოვოპავლოვსკის მიმართულებით განიცადა.


| Print |