რეგიონი
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის ქალაქ ოხტირკაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი დმიტრო ჟივიცკი „ტელეგრამში“ იუწყება.

„ხუთმა რუსულმა რაკეტამ სამოქალაქო ობიექტებს დიდი ზიანი მიაყენა. საწყობებს ცეცხლი გაუჩნდა. დარტყმის ტალღამ ორსართულიანი საცხოვრებელი შენობის შესასვლელი კარი დააზიანა, შენობაში ხალხი ჩარჩა. დაზიანდა ბევრი კერძო სახლი. ეკლესიაში მინები ჩაიმსხვრა. დაზიანდა საბავშვო ბაღიც“
, - აცხადებს გუბერნატორი.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად მინიმუმ 5 ადამიანი დაშავდა.
| Print |