რეგიონი
მარიუპოლში რუსები აპატიმრებენ/აწამებენ ჩინოსნებს, რომლებიც მათთან არ თანამშრომლობენ
მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ოკუპანტები აპატიმრებენ და აწამებენ ჩინოსნებსა და მოხალისეებს, რომლებიც მათთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ.

როგორც ბოიჩენკომ აღნიშნა, ე.წ. სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულს, ხოლო კიდევ ერთი სახელმწიფო მოხელე დახვრიტეს.

"ოლენოვკას ციხეში ათობით მოხალისე იმყოფება, რომლებიც მარტ-აპრილის პერიოდში მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციაში იყვნენ ჩართული და ქალაქში დარჩენილებს პროდუქტებსა და წყალს აწვდიდნენ. სავარაუდოდ პატიმრობას მიუსჯიან მოსამართლესაც, რომელსაც დაკავების პერიოდში აწამებენ", - ამბობს ბოიჩენკო.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 30 950 ჯარისკაცი დაკარგეს.

24 თებერვლიდან 3 ივნისამდე მტრის დანაკარგი ასევე მოიცავს:
| Print |